იცნობთ iPhone-ს? მაშინ უკვე იცნობთ Mac-საც. MacBook-ის უამრავი ფუნქცია-შესაძლებლობა iPhone-ის თითქმის აბსოლუტური იდენტურია.
სიმარტივე და ინტუიტიურობა
იმუშავეთ მთელი დღე თქვენი Mac-ით ხელახალი დამუხტვის გარეშე. ნუ იდარდებთ მაშინაც კი თუ ღამით მეცადინეობისას მოწყობილობა ჩართული დაგრჩათ. დილით სახლიდან გასვლამდე რამდენიმე წუთიანი დამუხტვა სრული დღის სამუშაო დროს უზრუნველყოფს. გაითვალისწინეთ, რომ 50%-მდე მუხტი საკმარისია 9 საათიანი მუშაობისათვის.
Apple კომპიუტერების ჩიპები და მათი სიმძლავრე წლების განმავლობაში ინარჩუნებენ აქტუალობას. ისინი უმარტივესად გაუმკლავდებიან თქვენს დავალებებს როგორც დღეს, ისე 5 წლის შემდეგ.
პროცესორი, რომლის სიმძლავრეც დროს უძლებს
თუ მუშაობთ გრაფიკასთან, ტექსტებთან ან ცხრილებთან, გამოსახულების ხარისხი თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. Apple-ის ინჟინრები გამუდმებით ზრუნავენ, რომ MacBook-ის ეკრანს საუკეთესო ფერის სიზუსტე ჰქონდეს ტექ. ინდუსტრიაში.
Mac-ის ჩაშენებული კამერა იდეალურად ერგება ნებისმიერი განათების პირობებს. ის ასევე გვთავაზობს სტუდიური ხარისხის მიკროფონებს და მგრძნობიარე დინამიკებს (4-დან 6-მდე). საუკეთესო ნაკრები, იდეალური გამოსახულებისა და მკვეთრი ჟღერადობისათვის.
უნივერსალური მოწყობილობა ონლაინ სწავლისთვის